საზოგადოება

„ეს ხალხი უნდა იყოს ჩვენი არეული გზის სწორი მისამართი“ – გიორგი კეკელიძე ყვავილების გამყიდველზე წერს

ეს ხალხი უნდა იყოს ჩვენი არეული გზის სწორი მისამართი – მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ფოტოს და წერილს აქვეყნებს:

„სახლისკენ სანამ გადავუხვევდი, კიდევ კარგი შევნიშნე – გზაზე, მოსახვევთან ქალი იჯდა და ყვავილებს ყიდდა. საშინელი ქარი, თოვა და ეს ყვავილები ხომ ცალკე, მაგრამ ცალკე ამბავი მისი განწირული მზერა იყო, რომელსაც მხოლოდ სიტყვით თუ გეტყვით.

ცხადია, ყვავილები ვიყიდე და სახლშიც წავიყვანე დიდი ხვეწნის შემდეგ – ეს რა სათქმელი და საკეკლუცოა. სათქმელი სხვაა და ამადაც გიზიარებთ ამ სევდიან ფოტოს – თუ სადმე უნდა იყოს ახლა ჩვენი ფიქრი, სწორედ ამგვარ ხალხთან. ეს ხალხი უნდა იყოს ჩვენი არეული გზის სწორი მისამართი. მაგრამ…“ – წერს გიორგი კეკელიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close