პოლიტიკა

თუ ვიღაც ამ ქვეყანას საქმეს უფუჭებს, უნდა დაასახელო, მისი სახელი და გვარი თქვა – იოსელიანი კობახიძეს გამოეხმაურა

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი გამოემაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ.

„თუ ვიღაც ასეთ რამეს აკეთებს, უნდა დაასახელო, მისი სახელი და გვარი თქვა და, ალბათ, ის შესაბამისად გასცემს პასუხს. თუ ვიღაც ამ ქვეყანას საქმეს უფუჭებს, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციიდანაა ის თუ მმართველი პარტიიდან, შესაბამის შეფასებებს იმსახურებს“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close