მსოფლიო

ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას, განსაკუთრებით – კრემლის აგრესიის ფონზე – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის ავღანეთსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში.

„ამ მიმართულებით, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით – კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნავს ენტონი ბლინკენი ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თავის მიმართვაში ასევე საუბრობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და უკრაინის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წერს, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია.

„გილოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული”, – აღნიშნულია წერილში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close