საზოგადოება

თუ ვინმე სუსტია დღეს საქართველოში, ეს არის საზოგადოება, შემდგომში ოპოზიციაც – გვარამიამ ოპოზიციას “რეცეპტი გამოუგზავნა”

დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია. თუ ვინმე სუსტია დღეს საქართველოში, ეს არის საზოგადოება, შემდგომში ოპოზიციაც. მაგრამ საზოგადოება დღეს ასხივებს უმწეობას, ფლუსტრაციას და გადაწყვიტა, ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და გადააბრალოს ოპოზიციას. თუ სუსტია ოპოზიცია, ეს საზოგადოების ბრალია. 

ოპოზიცია უნდა შევიდეს ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება. ხოლო საზოგადოება არის გადაწყვეტილების მიმღები, მხოლოდ საზოგადოებას აქვს ბიძინა ივანიშვილზე მეტი ძალა. 

ნებიმიერი შეიარაღებით აღჭურვილი ხელისუფლება ყოველთვის დამარცხდება ხალხთან, მედიასთან ბრძოლაში. – განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.

ინფორმაციისთვის: ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანცია განიხილავს. სხდომა მსჯავრდებული გვარამიას პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. ნიკა გვარამიამ ოპოზიციას რჩევები მისცა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close