საზოგადოება

რუსეთი კოლონიებში კრიმინალებს აგროვებს. ხოლო უკრაინის მხრიდან ელიტა ომობს – ბანკირები, ჩემი ნაცნობი ცნობილი იურისტები, წარმატებული მენეჯერები – სააკაშვილი

მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის. ამას მოჰყვება მთელი სამხრეთი ფლანგის ჩამოშლა. ყირიმის სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა და ლუგანსკის მთელი ოლქის გათავისუფლება

მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის. ამას მოჰყვება მთელი სამხრეთი ფლანგის ჩამოშლა. ყირიმის სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა და ლუგანსკის მთელი ოლქის გათავისუფლება, – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ფეისბუქში“ მის გვერდზე გავრცელდა.

„გერმანიამ ორი ჰაიმარსის მსგავსი სისტემა გადმოგვცა. 50 ბე-ტე-ერი „დინო“ და სლოვენიის გავლით 26 ტანკი. ასევე, საბერძნეთი გერმანიასთან მოლაპარაკებით აგზავნის 60 ბე-ემ-პეს. უახლოეს კვირებში შემოვა გერმანული, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანტისაჰაერო სისტემა. ბრიტანეთმა იარაღით დახმარებისთვის უპრეცედენტო, 2.6 მილიარდი დოლარი გამოჰყო.

საინტერესოა, რომ რუსეთი კოლონიებში კრიმინალებს აგროვებს. ხოლო უკრაინის მხრიდან ელიტა ომობს – ბანკირები, ჩემი ნაცნობი ცნობილი იურისტები, წარმატებული მენეჯერები და ისინი წინასწარ მომზადებას ნატოს ქვეყნებში გადიან. კონტრასტი სახეზეა და ჩემი აზრით, ამ ომში უკრაინის მთავარი უპირატესობაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close