სამართალი

“თიბისი ბანკი” ხომ არ გადაიხდიდა, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული?“ – ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო და ის “საქართველოს ბანკმა” გადაიხადა.

“ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ეს ასე ხდება, ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, როცა ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს. ყველამ იცის და მეკითხებით, “თიბისი ბანკი” ხომ არ გადაიხდიდა, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული?“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გომელაურმა.

კითხვაზე, ჰყავდა თუ არა, ბანკზე თავდამსხმელს თანამზრახველები, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close