სამართალი

„თანხა ბრალდებულს არ გაუყვეს“-რა ვერსიებზე საუბრობენ მუხრანში მოკლული მამა-შვილის მეზობლები?

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის შესახებ მეზობლები კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობენ.

როგორც ისინი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, შურისძიების მოტივის გარდა, არსებობს ვარაუდი, რომ მომხდარი შესაძლოა, „ფულს უკავშირდებოდეს“. კერძოდ, როგორც მეზობლები აცხადებენ, „ოჯახმა მიწის ნაკვეთი გაყიდა, მამამ და ბაბუამ კი თანხა ბრალდებულს არ გაუყვეს“. შეგახსენებთ, აქამდე არსებული ვერსიით, შვილიშვილს ბაბუა შესაძლოა, იმის გამო მოეკლა, რომ ის რძალზე (ბრალდებულის დედაზე) წლების განმავლობაში, სექსუალურად ძალადობდა.

„ბიჭის დედა 22 წელია ქმარს დაშორებულია და სხვაგან ცხოვრობს“, – აცხადებენ მეზობლები.

ადგილობრივების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი განაწყენებული იყო მამაზეც, ვინაიდან მან წლების წინ, შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა. როგორც ცნობილია, მამის და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული პირი წლების წინ, მკვლელობისთვის დააპატიმრეს და ამ დრომდე სასჯელს იხდიდა. ის საპატიმროდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა.

შემთხვევა მუხრანში რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ფაქტის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა, რომელმაც ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, მძინარე მამას და ბაბუას ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც მეზობლის ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა.

„ინტერპრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close