საზოგადოება

„გამოცდაზე უკვე დაღლილი შევდივარ“ – აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში გადანაწილებაზე ჩივიან

დღეს ეროვნული გამოცდების დაწყებიდან მესამე დღეა. აბიტურიენტები დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მესამე ვარიანტიც ისეთივე მარტივი იქნება, როგორიც საგნის პირველი და მეორე ვარიანტი იყო.

რეგისტრაცია თბილისის N39 საჯარო სკოლაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა აბიტურიენტთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისინი საცხოვრებლიდან შორს გადაანაწილა.

„ეს როგორი გადანაწილებაა, ვარკეთილში და სამგორში ვინც ცხოვრობდნენ, გლდანში გაუშვეს და გლდანელები იქით“.

„ისნიდან მოვდივარ და მთელი ჩემი კლასი აქეთ მოხვდა გლდანის სხვადასხვა სკოლაში, 7 საათიც არ იყო სახლიდან რომ გამოვედი და უკვე დაღლილი შევდივარ გამოცდაზე“.

„ისე, სულ გლდანისკენ რატომაა საგამოცდო ცენტრები, ცოტა აბიტურიენტთან საცხოვრებლის მიხედვით რომ გადაენაწილებინათ არა?!“- აბიტურიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

აბიტურიენტები ერთმანეთს ამხნევებენ და რეგისტრაციისთვის მობილიზებულად შედიან. რეგისტრაციისთვის ეზოში შესული აპლიკანტები კვლავ მონიშნულ ადგილებზე დგანან და დისტანციას იცავენ.

„ეტალონი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close