მსოფლიო

ზელენსკი „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციაზე: უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება.

„რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას: უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე 264 სამხედროს გაყვანა დაადასტურა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close