მსოფლიო

ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს

„აზოვსტალის“ ქარხნიდან დაახლოებით 10 ავტობუსი გავიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნოვოაზოვსკი ამჟამად დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა.

მანამდე საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ადგილზე მყოფ თანამშრომელზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაახლოებით 10 ავტობუსი გავიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close