პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტი დატოვა

„ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს პარლამენტში ვერ ჩაანაცვლებს, რადგან პარტიას საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს. პარტიას პარლამენტში 29 დეპუტატი ეყოლება.

ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ მეათე მოწვევის პარლამენტსაც ტოვებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ აპარატში განუცხადეს, ზაალ უდუმაშვილის შესაბამისი წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკვე გადაეგზავნა.

პროცედურის შესაბამისად, მიმართვის შემდეგ, ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება პლენარულ სხდომაზე შეუწყდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს პარლამენტში ვერ ჩაანაცვლებს, რადგან პარტიას საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს. პარტიას პარლამენტში 29 დეპუტატი ეყოლება.

ზაალ უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და მედიაში დაბრუნების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close