სამართალი

არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძმები – გუგა და დათა კაკულიები დააკავეს

ტვ მთავარის ინფორმაციით, ძმები, გუშინ, გვიან ღამით, ორთაჭალაში დააკავეს მაშინ, როცა ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ. 

სამი დღის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძმები – გუგა და დათა კაკულიები დააკავეს. მათ ორი ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ მთავარი ავრცელებს.

სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ავტომობილში სხდებოდნენ, როცა მოტოციკლითა და ნიღბებით მათ თავს დაესხნენ.

ჩვენი ინფორმაციით, ძმები კაკულიები, გუშინ გვიან ღამით, ორთაჭალაში დააკავეს მაშინ, როცა ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ.

წარსულში არსებობდა ვერსია, რომ ძმები კაკულიები იყვნენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთები, თუმცა ოფიციალურად ეს ვერსია არ დადასტურებულა. აქამდე ძმები საქართველოში არ იმყოფებოდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close