პოლიტიკა

ჯიუტად ვამბობ, თქვენ ჯიუტად აგრძელებთ – კობახიძე ჟურნალისტებს

“თქვენ, ტელევიზიასა და პარტიას ვგულისხმობ, განაგრძობთ ჯიუტად იმის მტკიცებას, რომ აშშ-ის საელჩოში ვიღაცები იყვნენ ჩართული რაღაც დანაშაულებრივ ქმედებაში, დისკრიმინაციაში, სასამართლოზე ზეწოლისა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში, ამას თქვენ ჯიუტად აგრძელებთ, იმეორებთ ერთი და იგივე გზავნილს, ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა. მე ჯიუტად ვიმეორებ ერთი და იმავეს, რომ ამერიკის საელჩოში არავინ არ იკადრებდა ამას, იმიტომ რომ ეს არის ჯეფერსონის სამშობლო და მათ ძალიან კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი” – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შემდეგ შტატებში კიდევ 5 მოსამართლის არ წასვლაზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close