საზოგადოება

ვერეს ხეობაში ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ, ვერეს ხეობაში, ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე არსებული ფერდის მდგომარეობა წლების მანძილზე პრობლემას უქმნიდა გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მაცხოვრებლებს.

ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ჩამოშლილი ფერდის გასამაგრებლად, რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 700 000 ლარით დაფინანსდა, ხოლო სამუშაოების დასრულება 2023 წლის თებერვალში იგეგმება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close