საზოგადოება

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. „გეგეშიძის ბაღის“ რეაბილიტაცია დასრულდა

დასრულდა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. „გეგეშიძის ბაღის“ რეაბილიტაცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისისი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ტერიტორია იყო სრულად განსაახლებელი, ფაქტობრივად აღარ არსებობდა საბავშვო სივრცე, დაზიანებული იყო ფურნიტურა და ფილები. რეაბილიტაციის ფარგლებში ბაღში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო თარგების გამწვანების მიზნით ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 600 ძირი, სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დემონტაჟი ჩაუტარდა სკვერის ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარის შენობა-ნაგებობას, რითაც სკვერს დაუბრუნდა თავისი ტერიტორია და გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა.

განხორციელებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 800 000 ლარს. მომავალ წელს, ასევე, ვგეგმავთ კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლის რეაბილიტაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close