საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა

რუსთაველის გამზირზე ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტი თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისისი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ა ბლოკში უკვე დასრულდა შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, ასევე პირვანდელი სახით აღდგა შენობის ფასადი. შენობის ფასადზე მოეწყო დეკორატიული მინათებები, კეთილმოეწყო სასახლის შესასვლელი და ტროტუარი.

„ამ დროისათვის დასრულდა სასახლის ბ ბლოკის სარესტავრაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ბ ბლოკის მიწისქვეშა კომუნიკაციების, შიდა ფართებისა და გარე ფასადის სამუშაოებს.

ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია, უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს ბ ბლოკის ფართებში სასწავლო სივრცეების მოწყობას სათანადო ავეჯითა და ტექნიკით. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ეროვნული სასახლის 3000-მდე ბენეფიციარი სწავლას განახლებულ ბ ბლოკში გააგრძელებს.

ასევე, მიმდინარეობს ეროვნული სასახლის მთავარი კორპუსის სრული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები და უახლოეს ხანში დაიწყება პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაცია. ეროვნული სასახლის პროექტი დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2024 წელს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ბიუჯეტი შეადგენს 33 700 000 ლარს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close