საზოგადოება

„ვერაფერი გადაფარავს თუნდაც მხოლოდ ეთერ რუსიეშვილის გაწირვას.. კოვიდმა იმსხვერპლა, სკოლაში გადაედო“ – ზურაბ ვახანია

ადამიანების სიცოცხლით თამაში და სტატისტიკის რახარუხი დაუშვებელი უზნეობა და უსინდისობაა – განათლების ექსპერტი ზურაბ ვახანია სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსს კიდევ ერთი მასწავლებელი შეეწირა.
„გარდაიცვალა ეთერ რუსიეშვილი _ გამორჩეული პიროვნება და მასწავლებელი (ქართული ენისა და ლიტერატურისა). ასაკისა და დიდი ცოდნის მიუხედავად, სულ დაინტერესებული იყო, რომ ახალ-ახალი ცოდნა შეეძინა, არსებული ცოდნა გაეღრმავებინა, პროფესიულად განვითარებულიყო… უაღრესად სათნო, სიკეთით აღსავსე, მოღიმარი, გამჭრიახი, მამულიშვილური სულისკვეთების მქონე ქალბატონი… კოვიდმა იმსხვერპლა. უფრო ზუსტად კი _ მთავრობისა და ხალხის უგუნურმა აჩემებამ, რადგან ვირუსი სკოლაში გადაედო. შარშან ზოგ-ზოგმა რომ დისტანციური სწავლების სიკეთეებზე დაიწყო ჭიკჭიკი, ჩვენ მკვეთრად გავაკრიტიკეთ, რადგან დისტანციური სწავლება იძულებითია და არასრულფასოვანია. ეს ცხადია, მაგრამ ვერავითარი სტატისტიკა და „ბავშვების სოციალიზაცია“ ვერ გადაფარავს თუნდაც მხოლოდ ერთადერთი ეთერ რუსიეშვილის გაწირვას. რამდენიმე სკოლამ, რომლებშიც კოვიდის მრავალი შემთხვევა იყო, სამინისტროს მიმართა თხოვნით, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის უფლება მიეღოთ, მაგრამ უარი მიიღეს. ადამიანების სიცოცხლით თამაში და სტატისტიკის რახარუხი დაუშვებელი უზნეობა და უსინდისობაა. მოგმართავთ ყველას _ წარმოიდგინეთ, რომ იმ 1 %-ში თქვენი უახლოესი ადამიანი მოხვდა _ მაშინ რას იტყოდით?! სხვისი დედა, მამა, და-ძმა, მეუღლე თუ სხვა ახლობელი კი არ გენაღვლებათ?! რამდენი საუკეთესო პიროვნება უნდა შეიწიროს კოვიდმა, რომ მთავრობა და ხალხი გონს მოეგონ?!
ჩვენი ტრენინგების აქტიურ წევრებს სამუდამოდ გვემახსოვრება ეთერი _ სანიმუშო ქალბატონი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კავშირის ერთერთი დამფუძნებელი. ღმერთს ვთხოვთ, რომ ეთერის ახლობლებს სულ სიკეთით მიუბრუნდეთ ეთერის მიერ უხვად დათესილი სიკეთე და განათლება.
ზურაბ ვახანია, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ფსიქოლოგიის პროფესორი, მასწავლებელთა მწვრთნელი.
თამარ მახარაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე, მასწავლებელთა მწვრთნელი“ – ვკითხულობთ ზურაბ ვახანიას ფეისბუქის გვერდზე.
May be an image of 1 ადამიანი და ყვავილი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close