საზოგადოება

„ვაქვეყნებ მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ ვინმემ თავისი შვილი ამოიცნოს “ – სალომე გოგიაშვილის ემოციური პოსტი (ვიდეო)

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი რამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავზე მოზარდების უჩვეულო გართობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და ემოციურ პოისტს ურთავს:

„მაპატიეთ ემოციური პოსტისთვის, მაგრამ დღეს მე და ჩემი მეგობრები რომ არა არ ვიცი ეს ბავშვები დაბრუნდებიდნენ თუ არა სახლში ცოცხალი! ეს კადრი არაფერია იმასთან შედარებით რასაც ეს ბავშვები ჩადიოდნენ, ჩვენ მოპირდაპირე სახლში ვისხედით აივანზე, როდესაც ბავშვები გამოჩნდნენ. რას ცდილობდნენ ვერ გავიგე, მარტო იმას ვყვიროდით უკან შედითქო, ზოგი დარბოდა მოაჯირზე, ზოგი ესე იქნევდა ფეხს და ზოგი მთელი ტანით იწეოდა. რომ მივხვდით რომ უშედეგო იყო ყვირილი, დავრეკე 112 საშველად. მეგონა პატრული რეაგირებას მოახდენდა და სულ ეხლა მიტრიალებს იმ ბავშვის სიტყვები შაქარაშვილის საქმიდან ბოლოს დავრეკე და გავაუქმეო მორჩა ყველაფერი და რაღა აზრი ქონდაო… ზუსტად იგივე ნახევარი საათი ველოდეთ და კაცისშვილი არ გამოჩენილა რამიშვილის ქუჩაზე ხდება არ დაგავიწყდეთ, სადაც ერთი წუთის გზაზეა პოლიციაა…. ვაქვეყნებ კადრს მხოლოდ იმიტომ რომ იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავის შვილი და მეტი ყურადღება მიაქციოს მე ისე ცუდათ ვარ სულ ვკანკალებ ეს იყო უჟასი ამის ყურება.. რომ არ იცი, როდის გადმოვარდება … დედა ვარ მაპატიეთ და 10000 მაგად იმოქმედა ამ ბავშვების დაუფიქრებელმა საქციელმა…. რაც შეეხება პატრულს ხო ვაქვეყნებ რომ იცოდეთ ფეხზე დაკიდება აღარ მოსულა ამ ქვეყანაში ბევრია ჩემნაირი რომელიც არ გაპატიებთ და არ გაჩუმდება, გვეყო ამდები ბავშვის სიკვდილი თქვენი უმოქმედობის გამო ….“ – წერს სალომე გოგიაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close