პოლიტიკა

„სააკაშვილის ჩამოთრევით შეიძლება გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ და ამიტომაც არ ჩამოათრევენ!!!“

ვინც უჩემოდ დაიწყეთ, გააგრძელეთ უჩემოდ! ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ! – საქართველოს პარლამენტის  ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს და ახალ თუ ძველ პარტიებში გაწევრიანებას არ აპირებს.

„ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის ,მაგრამ პარტიებზე გული მაქვს აცრუებული! გთხოვთ ყველას, ვინც უჩემოდ დაიწყეთ, გააგრძელეთ უჩემოდ! ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ! რამდენსაც შევძლებ მოვითმენ, იქნებ ამასობაში გონს მეტი ხალხი მოეგოს და სათავეს მიხვდნენ უბედურებისა!სწორი მიმართულებით და უბედურების სათავეს რომელი პარტიაც გაურბის, ყველა მართულია იმ უბედურების სათავედან! ისინი სიკეთეს ვერ მოუტანენ ჩვენს ქვეყანას! თუ საკმარისად შევიკრიბებით სწორად მოაზროვნე ხალხი, შევქმნათ ორგანიზაცია “რეგიონები დედაქალაქის შესანარჩუნებლად”და დავიწყოთ ნამდვილი ბრძოლა თავისუფლებისთვი, სხვაგვარად სამუდამო უტოპიაში ვართ! დიდება ღმერთს!!! პ.ს. ისე, სააკაშვილის ჩამოსვლა დაგვხატავდა, მაგრამ იცის მტერმა, მაგის ჩამოთრევით შეიძლება გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ და ამიტომაც არ ჩამოათრევენ!!!“ – წერს ემზარ კვიციანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close