მსოფლიო

ველოდები, რომ უკრაინის წარმომადგენლები დაიცავენ მინიმალურ დიპლომატიურ ჩვეულებებს და უსაფუძვლოდ არ ჩაერევიან გერმანიის საშინაო პოლიტიკაში – ბუნდესტაგში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ფრაქციის ხელმძღვანელი

უკრაინის მთავრობის განცხადება, რომ გერმანიის პრეზიდენტის კიევში ვიზიტი ამჟამად სასურველი არ არის, სამწუხაროა და არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო და დიდი ხნის განმავლობაში დამყარებულ ურთიერთობებს, – განაცხადა გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგი) მმართველ კოალიციაში შემავალი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, როლფ მიუცენიხმა.

„რამდენიმე კვირის წინ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დიდი უმრავლესობით აირჩიეს ფედერალურ პრეზიდენტად. ის უდავოდ არის საერთაშორისო დონეზე პატივცემული პოლიტიკოსი და ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი. წლების განმავლობაში, იგი წარმოადგენდა გერმანიის ინტერესებს სხვადასხვა თანამდებობაზე და ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც ველოდები, რომ ყველა დემოკრატიული პარტია დაიცავს ჩვენი სახელმწიფოს მეთაურს გაუმართლებელი თავდასხმებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

როლფ მიუცენიხის თქმით, ის ელის, რომ უკრაინის წარმომადგენლები დაიცავენ მინიმალურ დიპლომატიურ ჩვეულებებს და უსაფუძვლოდ არ ჩაერევიან გერმანიის საშინაო პოლიტიკაში.

„უკრაინის მთავრობის განცხადება, რომ გერმანიის პრეზიდენტს კიევში ვიზიტი ამჟამად არ არის სასურველი, სამწუხაროა და არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო და დიდი ხნის განმავლობაში დამყარებულ ურთიერთობებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ამ პროცესმა საფრთხე არ შეუქმნას ჩვენს თანამშრომლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

12 აპრილს, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ კიევში მისი ვიზიტი არასასურველად მიიჩნია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close