რეგიონები

ბათუმის სასამართლომ “სირცხვილიას” ორი წევრი 600-600 ლარით დააჯარიმა

“სირცხვილიას” წევრებს, ანდრია და ლუკა ფენს 600-600 ლარის გადახდა მოუწევს. ჯარიმა ძმებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დააკისრა. საქმე ეხება ერთი თვის წინ გამართულ აქციას, სადაც ძმები სხვა აქტივისტებთან ერთად ღარიბაშვილის, უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ.

აქციზე პოლიციამ აქტივისტები დააკავა და მათ პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა. ძმები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close