საზოგადოება

ეს გიგლა ოჩიაურია, მარტოკაცი პირიქითა ხევსურეთიდან

ეს მარტო კაცი ქვეყნის მესაზღვრეა, რომელსაც არც გზა აქვს და ხშირად არც შუქი. იცავს ქვეყანას საზღვარზე როგორც შეუძლია. ღამით სანთელს რომ აანთებს ისიც ხომ საქმეა. თხოვნა: მხოლოდ იქ ნუ ჩახვალთ, სადაც ფერადი ჰამაკი, ხის რიკულებიანი სასტუმრო და სამჯერადი კვებაა ამ კაცთანაც ჩადით, სასწაული მოსაუბრეა, სამშობლოზე საინტერესო ამბებსაც მოგიყვებათ და მასთან დარჩენა დიდი ხანი არ დაგავიწყდებათ - გოდერძი შარაშია

გოდერძი შარაშია, ჟურნალისტი:

“ეს სოფელი ჭიმღაა პირიქითა ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, მდინარე ჭიმღისწყლის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2010 მეტრზე. სოფელში შემორჩენილია ქორია თეთრაულის კოშკის ნანგრევები.
ამ სოფელში მხოლოდ ერთი კაცი ცხოვრობს.
ალბათ მას უკვე ძინავს, (ამ მთაში ღრუბელი ადრე საღამოს ჩამოწვება და გგონია უკვე დაღამდა). გზიდან სახლამდე საათობით უნდა იაროს. მთის კალთებზე მხოლოდ საფეხმავლო გზაა.
ვინ იცის დაღლილი დაბრუნდა ქალაქიდან, ტანზე არც გაუხდია და ისე წამოწვა ხის საწოლზე და მიეძინა. გამღვიძებელიც არავინ ჰყავს.
ეს მარტო კაცი ქვეყნის მესაზღვრეა, რომელსაც არც გზა აქვს და ხშირად არც შუქი.
იცავს ქვეყანას საზღვარზე როგორც შეუძლია. ღამით სანთელს რომ აანთებს ისიც ხომ საქმეა.
თხოვნა: მხოლოდ იქ ნუ ჩახვალთ, სადაც ფერადი ჰამაკი, ხის რიკულებიანი სასტუმრო და სამჯერადი კვებაა
ამ კაცთანაც ჩადით, სასწაული მოსაუბრეა, სამშობლოზე საინტერესო ამბებსაც მოგიყვებათ და მასთან დარჩენა დიდი ხანი არ დაგავიწყდებათ?
ეს გიგლა ოჩიაურია მარტო კაცი პირიქითა ხევსურეთიდან ❤️“.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close