Sliderსაზოგადოება

მაშველებს, რთული რელიეფის გამო, მწვერვალ თეთნულდისკენ ტურისტების გადასარჩენად გადაადგილება ფეხით უწევთ

გავრცელებული ინფორმაციით ტურისტული ჯგუფის წევრები თეთნულდის უკანა მხარეს, მწვერვალ გესტოლასკენ მოძრაობდნენ, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა.

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დადგენილია ლოკაცია. რთული რელიეფის გამო, მაშველებს მწვერვალისკენ გადაადგილება ფეხით უწევთ. ძებნის ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

გავრცელებული ინფორმაციით ტურისტული ჯგუფის წევრები თეთნულდის უკანა მხარეს, მწვერვალ გესტოლასკენ მოძრაობდნენ, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში SOS-შეტყობინება საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შევიდა, რომლის მიხედვითაც მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს მაშველთა დახმარება ესაჭიროებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close