საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილს რომ დასჭირდეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც კი გააუქმებს – კახა მიქაია

ბიძინა ივანიშვილს რომ დასჭირდეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც კი გააუქმებს. რაც შეეხება გადაბრალებას, საზოგადოების ინდიფერენტურობა ჩვენ მიგვიყვანს სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე. ოპოზიციაზე კი, მიუხედავად  მათი  ჩემი პატივისცემისა, მაინც  ვიტყვი, რომ დღეს ქართული ოპოზიცია არ არსებობს.  ჩვენი  ოპოზიცია არის ბოლომდე დისკრედიტირებული.  საქართველოში არ არსებობს არც პოლიტიკური ლიდერი, არც პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა. ეს არის ფაქტი. მე  არ ვიცი, ეს როგორ დასრულდება. ფაქტიურად, ჩვენ ვდგავართ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე.  შესაძლოა, ეს ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ  მაქვს ასეთი განცდა. რა მოხდება, ამის შესახებ ახლა ვერ ვილაპარაკებ. პროვოკაციაზე წამოვა რუსეთი თუ სხვა რაიმეს მოიმოქმედებს, ძნელი სათქმელია, მაგრამ კარგს რომ არ უნდა ველოდოთ მისგან, ეს ყველამ კარგად ვიცით. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა უძლური. ქართულმა სახელმწიფომ ვერ გაუძლო რუსულ აგრესიას. ის, რაზედაც ახლა საუბრობენ, რომ ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ, გონივრული პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და მშვიდობისათვის, ეს მიმაჩნია წყლის ნაყვად და მეტი არაფრად. რეალობა სულ სხვაა და ხელისუფლების სურვილი, ხელისუფლების წარმოდგენები სახელმწიფოებრიობასა და დღევანდელ  პოლიტიკაზე,  სულ სხვა. ჩვენი ხელისუფლება რეალობას აცდენილია, – ასე უპასუხა “ალიას” ჟურნალისტის კითხვას: დამოუკიდებლობას ვკარგავთ, ქვეყანას ვკარგავთ. ხელისუფლება ოპოზიციას, ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს აბრალებს, რაიმე პროვოკაციას მოაწყობენ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგო. არ გამიკვირდება, ეს პროვოკაცია თავად მოაწყონ. რა უნდა ვქნათ? რა უნდა გავაკეთოთ? სახლში ჯდომითა და „ფეისბუკში“ პროტესტის გამოხატვით არაფერი იცვლება,  სხვა აქტივობები კი არ ჩანს. ხალხი რატომ არის გაჩუმებული, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგევართ? – კახა მიქაიამ. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close