მსოფლიო

ესპანეთში კიბოთი დაავადებულ 22 წლის გოგოს ექიმებმა პარაცეტამოლი გამოუწერეს

ესპანეთის ქალაქ პალენსიაში გარდაიცვალა ტვინის სიმსივნით დავადებული გოგო, რომელსაც ექიმებმა სამკურნალოდ პარაცეტამოლი გამოუწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.

22 წლის სტომატოლოგი ლიდია გონსალესი (Lidia Gonzalez)12 ივლისს, კიბოთი გარდაიცვალა. გოგონამ დაავადების პირველი სიმპტომები – თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და მხედველობის გაუარესება მაისში შენიშნა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიმართა. მედიკოსებმა ლიდიას გამოკვლევა ჩაუტარეს და ტვინის მარცხენა ნახევარში დიდი ზომის სიმსივნე აღმოაჩინეს.

ბიოფსიის ჩასატარებლად ლიდია უახლოესი ქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც საჭირო სამედიცინო პროცედურებისთვის აუცილებელი აპარატურა ჰქონდათ. „ის 10 დღის მანძილზე სრულ მარტოობაში იმყოფებოდა, სანამ 14 მაისს, ბოლოს და ბოლოს ანალიზები არ ჩაუტარეს“ – ამბობს გოგონას დედა ლიდია გარსია.

ბიოფსიის შემდეგ გოგონა ძალების აღსადგენად სახლში გაწერეს. მას აუხსნეს, რომ დეტალური გამოკვლევა აუცილებელია, რომ ონკოლოგმა მკურნალობის გეგმა სწრაფად შეადგინოს, თუმცა ლიდია გარსიას თქმით, ამას მკურნალობა არ მოჰყოლია.

„მას გამოუწერეს პარაცეტამოლი. ეს იყო და ეს“ – ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა. ის შვილის გარდაცვალებას კორონავირუსს უკავშირებს, რადგან პანდემიის გამო, სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა დროში ჭიანურდება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close