სხვადასხვა
ბრიტანელმა ინჟინერმა ატრაქციონის მანქანა სატრანსპორტო საშუალებად გადააკეთა
53 წლის ბრიტანელმა ინჟინერმა კრის ეკოკმა გადაწყვიტა ატრაქციონის ბამპერიანი მანქანისგან ქალაქში სამოძრაო სატრანსპორტო საშუალება შეექმნა და საქმეს შეუდგა.
ინჟინერმა eBay-ს აუქციონზე 40$-ად შეიძინა ატრაქციონის მანქანა, რომელსაც 262$-იანი ძრავი და ფარები დაუყენა. საბოლოოდ, კრისმა მიიღო 13 კმ/სთ-ით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც პორტლენდის ქუჩებში საყვარელ ქალთან ერთად დასეირნობს.