საზოგადოება

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება აგვისტოდან დაიწყება – სოფიო გორგოძე

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს სრულდება, 21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება იმ აბიტურიენტებისთვის დაიწყება ვისაც კორონავირუსი გამოცდების მიმდინარეობის პროცესში დაუდასტურდა. ასეთი ქვეყნის მასშტაბით ასამდე აბიტურიენტია. 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე სულ ჯამში დარეგისტრირებულია 38 400 აბიტურიენტი.

“დღეს სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები, აბიტურიენტები, ფიზიკის, ლიტერატურის და უნარების გამოცდებს აბარებენ. ხვალიდან კი დაიწყება დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის ვინც COVID-19-ის დიაგნოზის გამო ვერ გამოცხადდა საგამოცდო ცენტრში. ხვალ ასევე გაგრძელდება გამოცდები პედაგოგებისთვის. აბიტურიენტებისთვის შედეგების გამოცხადება დაიწყება აგვისტოს დასაწყისში. ასევე იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ქართული ენა და ლიტერატურა წერა უკვე კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება გამოყენებული ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში,” – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close