პოლიტიკა

„ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს.. 1.5 მილიონი მოქალაქის აცრა. ესაა ჩვენი ამოცანა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, მოქალაქეებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, რადგან, ეპიდვითარების გაუარესება ქვეყანას უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენებს.

„ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. ამიტომ, მინდა, წინასწარ, პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დასჭირდება ვალის აღება. ეს ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და ძალიან გართულდება მდგომარეობა. გვაქვს ყველა რესურსი, ყველა საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ. დაახლოებით, 2-3 თვეში შეგვეძლება, 1.5 მილიონი მოქალაქის აცრა. ესაა ჩვენი ამოცანა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 390 945 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 367 130, გარდაიცვალა 5 592 პაციენტი.

იმედინიუსი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close