პოლიტიკა

„პირველად ვნახე, როცა ამერიკელი პოლიტიკოსი ქართულ ენაზე დაწერილი პოსტის სქრინს აქვეყნებს“ – ამირან სალუქვაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამ კინზინგერმა ღარიბაშვილთან შეხვედრა არ ისურვა. აღნიშნულ საკითხზე კონგრესმენმა კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა.

“კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე…

ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვიმყოფებით და ამიტომ ეს შეხვედრა ვერ გაიმართებოდა“- წერს კინზინგერი.

მომხდარს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფეისბუქში გამოეხმაურა.
„ადამ კინზინგერი “ფეიკნიუსებს” ებრძვის. პირველად ვნახე, როცა ამერიკელი პოლიტიკოსი ქართულ ენაზე დაწერილი პოსტის სქრინს აქვეყნებს, როგორც ცრუ ინფორმაციას და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უარს არასდროს იტყვიან, უბრალოდ არ იმყოფებოდნენ ვაშინგტონში, რის გამოც შეხვედრა ფიზიკურად იყო შეუძლებელი“ – წერს ამირან სალუქვაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close