საზოგადოება

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით საკვების მიღებისას – დავით გადელია მოსახლეობას აფრთხილებს

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

„ეს დროც გადავა…
ამ ბოლო დღეებში ძალიან ხშირად მეუბნებიან შეფარვით, პირდაპირ, ან ფიქრობენ და არ მეუბნებიან: “ბოჭორიშვილის კლინიკაში მხოლოდ ელიტურ საზოგადოებას აწვენთ, სამინისტროს ან პარლამენტის რეკომენდაცია, ბლატებია საჭირო და სხვაგვარად ვერ მოხვდება ჩვეულებრივი ადამიანი..”
ადგილები მართლაც ქრონიკულად გვიჭირს, მაგრამ არასდროს არ დავთმობთ ექიმურ მორალს, არ დაგვიყვია და არც არასდროს დავყოფთ ადამიანებს ელიტურ- არაელიტურად! განთავისუფლდება თუ არა საწოლი- ვაწვენთ სასწრაფოს მიერ მოწოდებულ პირველივე შემთხვევას. არასდროს გადაგვინახავს ადგილი “საპატივცემულო ხალხისთვის!” ამის გამო, ვერ დავაწვინე ჩემი რამოდენიმე უახლოესი ადამიანი, ბავშვობის მეგობრები. განსაკუთრებით ვინერვიულე, როდესაც ერთი, ქვეყნისთვის ამაგდარი ადამიანისთვის არ გვქონდა უცებ ადგილი- ადამიანისთვის, ვინც თავად ბევრი გაიღო ქვეყნისთვის, კოვიდის დასამარცხებლად. ასეა, არ ვაკეთებთ არანაირ გამორჩევებს, გარდა ერთისა- რაც არ უნდა უადგილოდ ვიყოთ, არ მივატოვებთ, არ ვიფიქრებთ სხვაგან გადავიყვანოთ ჩვენი თანამშრომელი! სანიტრიდან დაწყებული, ჩემით დამთავრებული ყველამ ვიცით, რომ ჩვენს უკან კლინიკაა და ამ ომში თუ დავაადდით- გვიმკურნალებენ. დროებით დავაწვენთ ეარში, ან იზოლატორში და პირველივე ვარიანტში გადავიყვანთ პალატაში. უკვე იმდენმა თანამშრომელმა გადაიტანა კოვიდ-19, აღარც ვითვლით. აქედან ნახევარზე მეტს არც დასჭირვებია საავადმყოფოში მკურნალობა და საერთოდ, ძალიან ხშირად არაა ამის აუცილებლობა. ეს პრივილეგია არ ვრცელდება არც ჩვენს ნათესავებზე, არც მეგობრებზე!
მაპატიეთ ყველამ უარისთვის. სხვანაირად, უსამართლოდ ჩვენ ვერ მოვიქცევით. მადლობა, რომ მიგაჩნივართ მაღალი კომპეტენციის კლინიკად და მინდა გითხრათ, რომ ჩვენზე არანაკლები კომპეტენცია აქვთ სხვებსაც. გარდა ამისა, ჩვენი სპეციალისტები ბევრ კლინიკაში არიან კონსულტნტებად და ეხმარებიან მათ დაავადების სწორად მართვაში.
დაიცავით რეგულაციები, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით საკვების მიღებისას; გამორიცხეთ ყოველგვარი ხალხმრავალი შეკრება საკვებით (ქეიფი, ქელეხი, ერთად სადილობა და ა.შ.) და არც დაგჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია.
…ეს დროც გადავა..“ – წერს დავით გადელია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close