საზოგადოება

დღის ფოტო – „ხობში ასე შემოქმედებითად დაიწყო სასწავლო წელი”

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელა კიკალეიშვილი ხობის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი დღის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩემს ხობში ასე შემოქმედებითად დაიწყო სასწავლო წელი? ნახეთ,როგორი არაჩვეულებრივია! სკოლაში შესვლას და სწავლას რომ მოგანდომებს
ხობის N1 საჯარო სკოლა ყოჩაღ?მეამაყებით!!“ – წერს ლელა კიკალეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით განახლდა. მათ შორისაა: თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და ქობულეთის სკოლები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო: ახმეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის სოფლებში — ზოტსა და ჩხაკაურაში და გორის სოფელ ქიწნისში.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს სწავლა დისტანციურად დაიწყო აჭარის მაღალმთიანეთში ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში, ასევე, ხელვაჩაურის სასწავლო დაწესებულებებშიც.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close