მსოფლიო

აშშ-ში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი რეკორდულ მინიმუმამდე შემცირდა

ამერიკის იპოთეკური დაკრედიტების ღირებულებამ ისტორიული მინიმუმი განაახლა. Freddie Mac-ის ცნობით, მიმდინარე კვირას 30-წლიან იპოთეკურ სესხებზე საშუალო განაკვეთი 2,86%-მდე შემცირდა. მაშინ როცა, წინა კვირის 2,93%-ი, ერთი წლის წინ კი განაკვეთი 3,56% იყო.

დღევანდელი მაჩვენებელი არის ყველაზე დაბალი 1971 წლის შემდეგ, რაც საპროცენტო განაკვეთების აღწერა დაიწყო.

ამ დროისთვის 15-წლიან კრედიტებზე 2,37%-იანი განაკვეთი მოქმედებს, ხოლო 5-წლიან იპოთეკაზე 3,11%-ია.

წყარო: palitranews.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close