სხვადასხვა

ჰაკერებმა პორნო საიტების მოყვარულებს შეუტიეს

ამჯერად, ჰაკერების შეტევის სამიზნეები პორნო საიტების მომხმარებლები გახდნენ.  კერძოდ, ჰაკერებს მავნე რეკლამების დახმარებით მსხვერპლის მოწყობილობა გადაჰყავთ ექსპლოიტების ერთობლიობაზე, რომელთა დახმარებით საშიშ პროგრამებს აინსტალირებენ.  ცნობისთვის, ექსპლოიტების მეშვეობით შესაძლებელია ოპერაციულ სისტემაზე, პროგრამაზე, სერვერზე კონტროლის მოპოვება, მათი სისუსტეებისა და ხარვეზების გამოყენების საშუალებით.

კომპანია Malwarebytes-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთ საქმიანობას Malsmoke-ის დაჯგუფებია ჰაკერები ახორციელებენ.

სპეციალისტების განმარტებით, ადრე ვირუსის შემცველი რეკლამების პუპულარულ რესურსებზე განთავსება არ ხდებოდა, თუმცა ახლა ჰაკერებმა ვირუსის უმსხვილეს პორნო საიტ xHamster-ზე განთავსება შეძლეს.

საშიში რეკლამა პორნო ვიდეოების მოყვარულის ექსპლოიტებზე გადამისამართებას ახერხებს, თუ ის Internet Explorer-ით სარგებლობს.
სავარაუდოდ, თაღლითებმა ბრაუზერის ან Adobe Flash Player-ის სისტემაში სუსტი წერტილები აღმოაჩინეს.

Malwarebytes-ის სპეციალისტებმა განმარტეს, რომ ინტერნეტის მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან ჯერ კიდევ ნაკლებად სარგებლობენ თანამედროვე ბრაუზერებით, რასაც ჰაკერები მაქსიმალურად თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ იყენებენ.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close