სხვადასხვა

დამისახელეთ ადგილი საქართველოში, სადაც სახალხო აჯანყების თუნდაც იოტისოდენა ნაპერწკალი აენთო? – მიმართვა ირინა სარიშვილს, 1992 წელი, გაზეთი “აღდგომა”

დავით არაბიძე სოცქსელში წერს:

“1992 წლის 14 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის საპასუხო საგაზეთო მიმართვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის წევრის ირინა სარიშვილისადმი (დაბადებული 1962 წელს. ედპ-ს წევრი იყო 1988-2003 წლებში), 1992 წლის 12 მაისს მისი სატელევიზო გამოსვლის თაობაზე, როდესაც ირინა სარიშვილმა საქართველოს რესპუბლიკაში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრში მოხდარ ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას კვლავ უწოდა სახალხო აჯანყება. “მკვახე შეძახილის პასუხად ქალბატონ ირინა სარიშვილს” ა.წ. 12 მაისს სატელევიზიო გამოსვლაში 1991-1992 წლები 22 დეკემბერი – 6 იანვარის მოვლენებს სახალხო აჯანყება უწოდეთ. ამ გამოთქმას ხშირად მიმართავთ პოლიტიკური პარტიების ლიდერები. იყო კი სახალხო აჯანყება? თბილისის ოპერის თეატრთან მოგროვილი 200 – 300 კაცს განა შეიძლება სახალხო აჯანყება ვუწოდოთ? დამისახელეთ სხვა ადგილი საქართველოში, სადაც სახალხო აჯანყების თუნდაც იოტისოდენა ნაპერწკალი აენთო? 22 დეკემბერს სასტუმრო “თბილისში” მოგროვდა ზვიად გამსახურდიაზე განაწყენებული რამდენიმე კაცი. განა ეს სახალხო აჯანყებაა? 22 დეკემბრიდან 6 იანვრამდე და მას შემდეგაც რამდენიმე ამბოხებულ თუ მოსყიდულ მსროლელს დახმარებას უწევდნენ რუსი სამხედრო სპეციალისტები. განა ეს სახალხო აჯანყებაა?! დაარქვით, ქალბატონო, საგნებს თავის სახელი. ვ. მაჩაიძე. გაზეთი “აღდგომა” № 7 14 ივნისი 1992 წელი”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close