სამართალი

დაბადების დღის ბილეთები გაყიდა – ვინ არის გოგონა, რომლის დაბადების დღეზეც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო

გოგონა, რომლის დაბადების დღის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა, „2020NEWS“-ის ინფორმაციით, 22 წლის ანი გაბეჩავაა.

„2020NEWS“ დაინტერესდა, თუ როგორ განვითარდა ბურუსით მოცული ამბის მოვლენები მცხეთის აგარაკზე და როგორ მოხვდა ორი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ახალგაზრდების ჯგუფი ერთ სივრცეში.

როგორც სააგენტოს ინფორმირებული წყარო უყვება, იუბილარმა გაბეჩავამ საკუთარი დაბადების დღის წვეულების ბილეთები გაყიდა, რადგან უფრო მეტი თანატოლი შეეკრიბა და წვეულებაც უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო.

„როგორც მე ვიცი, „ნახალოვკელები“ და „საბურთალოელები“ უცხოები იყვნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ, გიორგი ამ დაბადების დღეზე თავის სამ გუნდელთან ერთად იმყოფებოდა, რადგან ანი და ის ახლო მეგობრები იყვნენ“, – ამბობს ინფორმაციული წყარო სააგენტოსთან საუბარში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close