მსოფლიო

ავსტრალიაში ჭადრაკი სპორტის რასისტულ სახეობად აღიარეს – კასპაროვის პასუხი ავსტრალიელებს

ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის სიდნეის რადიოსადგურმა (ABC) ჭადრაკს სპორტის რასისტული სახეობა უწოდა.

კერძოდ, ABC-ის აზრით, რასიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ თამაშს თეთრი ფიგურები იწყებენ. ჭადრაკში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა გარი კასპაროვმა, რომელსაც ხშირად ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ მოიხსენიებენ, ავსტრალიურ რადიოს Twitter-ის საშუალებით უპასუხა და ბრიყვები უწოდა.

Австралийское радио назвало шахматы расистким видом спорта ...

“თუ ფიქრობთ, რომ ჭადრაკი რასისტული სპორტის სახეობაა, გო ითამაშეთ (გო- რთული სამაგიდო თამაში), სადაც თამაშს შავი ფიგურები იწყებენ. ჯობია ასე გააკეთოთ, ვიდრე ბრიყვებად გამოიყურებოდეთ“ – განაცხადა კასპაროვმა.

კასპაროვს ყოფილი ავსტრალიელი მოჭადრაკე ჯონ ადამსი გამოეხმაურა.
„სასიამოვნო სანახავია, რომ ჭადრაკში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ABC-ს საკადრისი პასუხი გასცა. ჯანსაღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს“ – განაცხადა ადამსმა.

შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოდან აშშ-ის ათობით ქალაქში, ასევე ევროპასა და ავსტრალიაში ანტირასისტული საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც მასობრივი არეულობები და პოლიციასთან შეტაკებები ახლავს.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close