სამართალი

გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

„საქმეში წარმოდგენილი იყო ბევრი მოწმე, ასევე ბევრი ვიდეოჩანაწერი. მინდა, ცალსახად განვაცხადო ბრალდების მხარის ყველა მოწმის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, არასანდო. მათ გამოძიება რამდენჯერმე შეიყვანეს შეცდომაში და შემდეგ ჰქონდათ მცდელობა, რომ ნაფიცი მსაჯულებიც შეეყვანათ შეცდომაში. არაერთი მტკიცებულებით მტკიცდება მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობა“, – განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

თამაზ გორთამაშვილი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, კიდევ ერთი პირი კი, დაჭრეს.  მერაბ კობიაშვილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close