რეგიონები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხელვაჩაურში საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

მმართველი გუნდის წევრების თქმით, სააკაშვილი დამნაშავეა, მათი პარტიის წევრების ქმედება კი - პროვოკაციული

ხმაური იყო ხელვაჩაურის საკრებულოში – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

მმართველი გუნდის წევრების თქმით, სააკაშვილი დამნაშავეა, მათი პარტიის წევრების ქმედება კი – პროვოკაციული.

დეპუტატები საკრებულოში 12 საკითხს განიხილავენ. პრიორიტეტებია მეწყერსაშიშ ზონებში ფერდსამაგრი ნაგებობების მშნებელობა, ახალსოფელში წყამომარაგების სისტემის მოწყობა და ეკომიგრანტებისთვის სოციალური სახლების მშენებლობა. ასევე, ინფრასტრუქტურული პროეტები, მათ შორის მუნიციპალური ცენტრების მოწყობა. 10 პროცენტით იზრდება საჯარო მოხელეების ანაზღაურება.

საკრებულომ 14 ხმით უკვე დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც 26 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

საკრებულოში სულ 24 დეპუტატია შესული, აქედან 14 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს , 7 „ნაციონალური მოძრაობას“, გიორგი გახარიას პარტია კი სამი წევრითაა წარმოდგენილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close