სხვადასხვა

5 მილიარდერი, რომელიც სიღარიბეში გაიზარდა

ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია! ამას ჩვენი გმირების ისტორიებიც ადასტურებს, რომლებიც უღარიბეს ოჯახებში დაიბადნენ და მხოლოდ საკუთარი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით უმდიდრეს ადამიანებად იქცნენ.

ოპრა უინფრი

ტელეწამყვანი, (3 მილიარდი $)

პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც მილიარდერი გახდა, მოახლისა და სტილისტის ოჯახში დაიბადა, მაგრამ ის მშობლებს იშვიათად ხედავდა. მომავალმა ვარსკვლავმა ცხოვრების პირველი ექვსი წელი ბებიასთან, სოფელში გაატარა. სწორედ ბებიამ ასწავლა ოპრას წერა-კითხვა და ბიბლია, მაგრამ უმცირესი დანაშაულისთვის სასტიკად სჯიდა.

ოპრა 13 წლის ასაკში დაორსულდა და სასოწარკვეთილმა საწმენდი საშუალება დალია. როგორ საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს, ქალმა შვება იგრძნო, როდესაც ბავშვი დაბადების შემდეგ გარდაიცვალა. მშობიარობის შემდეგ ოპრა სახლიდან მამამისთან გაიქცა და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქალიშვილს კოლეჯში ჩაებარებინა და „ფეხზე დამდგარიყო“.
მომავალმა მილიარდერმა ტელევიზიაში მოღვაწეობა 1983 წელს დაიწყო, როდესაც მას მიენიჭა ნახევარსაათიანი დილის შოუს AM Chicago წამყვანი გახდა. ერთ თვეში ოპრას გადაცემა ჩიკაგოს თოქ-შოუების რეიტინგის სათავეში მოექცა. ორი წლის შემდეგ, პროდიუსერებმა ოპრას საკუთარი შოუ ანდეს, რომელიც ეთერში ფედერალურ დონეზე მაუწყებლობდა. ოპრას გადაცემამ ეთერში 25 წელი გასტანა და მის ავტორს უზარმაზარი დიდება მოუტანა. ოპრა 49 წლის იყო, როცა  პირველი მილიარდის მფლობელი გახდა, ახლა კი მისი ქონება 3 მილიარდს აჭარბებს.

რომან აბრამოვიჩი

მეწარმე, (11 მილიარდი $)

რომან აბრამოვიჩი ებრაულ ოჯახში დაიბადა. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა – ერთი წლის იყო, როდესაც დედა დაკარგა, სამი წლის შემდეგ კი მამაც გარდაიცვალა. რომანი 10 წლამდე უხტაში, ბიძის ოჯახში იზრდებოდა, შემდეგ კი საცხოვრებლად  მოსკოვში, სხვა ბიძასთან  გადავიდა,  სადაც სკოლა დაამთავრა. რომანოვიჩის უმაღლესი განათლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ ის აქტიურ კომერციულ საქმიანობას 1990-იან წლებში შეუდგა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეკონომიკის მასიურ ლიბერალიზაციასთან ერთად საბირჟო საქმიანობით დაინტერესდა. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ნავთობს ყიდულობდა, შემდეგ კი საექსპორტო ლიცენზიით უცხოეთში ყიდდა. ბოლო მონაცემებით, აბრამოვიჩის ქონება 11 მილიარდ დოლარაd ფასდება.

ჯოან როულინგი

მწერალი (1 მილიარდი$)

მიუხედავად იმისა, რომ ჯოანის მამა როლს-როისის ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა, როულინგების ოჯახი გლოსტერშირის საგრაფოს ერთ-ერთ სოფელში არც თუ ისე უზრუნველყოფილად ცხოვრობდა. გოგონებს მამასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, დედა კი მძიმედ იყო დაავადებული. „ვფიქრობ, ეს ცხოვრების საშინელი პერიოდია ”, – ასე იხსენებს მწერალი ახალგაზრდობას. 1992 წელს როულინგი დაქორწინდა პორტუგალიელ ჟურნალისტზე ხორხე არანტესზე, რომელმაც ქალიშვილის დაბადებისთანავე განქორწინება მოითხოვა. როულინგი სამშობლოში ჩვილით დაბრუნდა.

ამის შემდეგ ჯოანი უმცროსი დის ოჯახში, შოტლანდიაში დასახლდა და ჯადოქარი ბიჭის ისტორიის წერა განაგრძო. „ჰარი პოტერი“ თავიდანვე პოპულარული არ გამხდარა. გამომცემლებმა როულინგის რომანის გამოქვეყნებაზე უარი თქვეს, ხოლო Bloomsbury ერთადერთი პირობით დათანხმდა – წიგნზე ავტორის სრული სახელის ნაცვლად, ინიციალები უნდა მიეთითებინათ. ამას უნდა შეექმნა ილუზია, რომ რომანისავტორი მამაკაცი იყო და წიგნი უკეთ გაიყიდებოდა. საბოლოოდ მწერალი პოპულარული სწორედ მისი სახელით გახდა, გამდიდრდა და ისევ იქორწინა, ამჯერად წარმატებით!

რალფ ლორენი

მოდის დიზაინერი (6 მილიარდი $)

ამერიკელი მოდის დიზაინერი, ფილანტროპი, ბიზნესმენი, მილიარდერი და Ralph Lauren Corporation-ის  თავმჯდომარე რალფ ლორენი (ნამდვილი გვარი ლიფშიცი) მხატვრისა და დიასახლისის ებრაულ ოჯახში დაიბადა, რომელიც ნიუ-იორკის ღარიბ უბანში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. სხვათა შორის, ამავე უბანში გაიზარდნენ  ვუდი ალენი, ჯენიფერ ლოპესი, კერი ვაშინგტონი და ლეა მიშელი გაიზარდნენ. რალფ ლორენის მეზობლად კელვინ კლაინი ცხოვრობდა. მძიმე რეალობის მიუხედავად, ლორანი ბავშვობიდან ლამაზ ცხოვრებაზე და მილიონებზე ოცნებობდა. მისი მთავარი გატაცება ვირფასი ტანსაცმელი იყო, ამიტომ ჯარის შემდეგ, Brooks Brothers -ის მაღაზიაში, გამყიდველად დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ Rivetz&Co-ში გადავიდა. მალე თავად ლორენმა (მოდის დიზაინერმა გვარი შეიცვალა სკოლის შემდეგ) ჰალსტუხის პატარა საამქრო გახსნა. შეკვეთები და შესაბამისად, შემოსავალი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რამაც შესაძლებელი გახადა საკუთარი მაღაზიის გახსნა ქალისა და მამაკაცის სრულფასოვანი კოლექციებით. მიგრანტთა ღარიბ ოჯახში გაზრდილმა ბიჭმა საკუთარ ოცნებებს გაუსწსრო და – მილიონერის ნაცვლად, მილიარდერი გახდა. დღეს რალფ ლორენი მსოფლიოს 200 უმდიდრესი ადამიანის სიაშია.

ფრანსუა პინო

მეწარმე და ქველმოქმედი (13 მილიარდი $)

ფრანსუა პინომ, საფრანგეთში რიგით მეხუთე ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, მშვენიერი მსახიობის სალმა ჰაიეკის სიმამრმა, რომელიც ისეთი ბრენდების მფლობელია, როგორებიცაა Gucci, Christie’s, Samsonite, Puma სკოლა 1947 წელს მიატოვა. მიზეზი დაცინვა იყო – კლასელები მას ღარიბი ოჯახის გამო აქილიკებდნენ. პინო მამამისის ხის საამქროში მუშაობდა, ამ დროისათვის კი მისი ქონება 13 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. პინოს საკუთრებაშია 2000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშიც.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close