საზოგადოება

გოგაშვილმა დანიშვნისთანავე დაიწყო მეუფე იაკობის მომარაგება მაღალ იერარქებზე არსებული კომპრომატებით და ხელის ფათური ეკლესიაში – ცაავა

ის იყო ყველაზე დაახლოებული პირი პატრიარქის მდივან-რეფერენტთან, ინფორმაციებს ცვლიდა მასთან და ციანიდის საკითხი დაიგეგმა საპატრიარქოში, ფაქტობრივად, მან დავალება შეასრულა. გოგაშვილს ჰყავდა თავისი კანდიდატი შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით. რა თქმა უნდა, შიო არ იყო მათთვის მისაღები კანდიდატი.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი საპატრიარქოს საქმეებში უხეშად ერეოდა. და მას ბიძინა ივანიშვილთან, მათთვის სასურველი პატრიარქის კანდიდატურა შეთანხმებული ჰყავდა.

„უსაფრთხოების სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, მან დაიწყო მეუფე იაკობის მომარაგება საეკლესიო კომპრომატებით, მაღალ იერარქებზე არსებული კომპრომატებით და მან დაიწყო ხელის ფათური ეკლესიაში. ის იყო ყველაზე დაახლოებული პირი პატრიარქის მდივან-რეფერენტთან, ინფორმაციებს ცვლიდა მასთან და ციანიდის საკითხი დაიგეგმა საპატრიარქოში, ფაქტობრივად, მან დავალება შეასრულა. გოგაშვილს ჰყავდა თავისი კანდიდატი შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით. რა თქმა უნდა, შიო არ იყო მათთვის მისაღები კანდიდატი.

ეს სავარაუდოდ, იქნებოდა ის კანდიდატი, რომელიც მან მოამარაგა კომპრომატებით. ცდილობს, რომ ყველაფერი მხოლოდ შიოს და რუსულ სცენარს დაუკავშიროს, რაც რა თქმა უნდა, ნახევარი სიმართლეა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close