საზოგადოება

ივანიშვილის წერილში არის იდუმალი ფრაზა… კაი, ბატონო, ვიყოთ დაბნეულები და გავაგრძელოთ მარჩიელობა – გია ნოდია

“ბიძინა ივანიშვილმა თავისი წერილით გაგვაგებინა შემდეგი:

1. ის ნამდვილად არის საქართველოს მმართველი (ახალი ამბავი!) ეს იცის ამერიკის ელჩმაც და შესაბამისად იქცევა – ხვდება იმას, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია.

2. პროპაგანდისტული კამპანია, თითქოს ამერიკა ჩვენს ომში ჩათრევას გეგმავს, პირადად ბიძინას ორკესტრირებულია (ვინმეს სხვანაირად ეგონა?)

3. დაბოლოს, იდუმალი ფრაზა „მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა,… იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.“ ზოგმა ის პოზიტიურ გზავნილად მიიღო: თითქოს ბიძინა დათმობებზე წასვლას აპირებს. ეს საიდან ჩანს არ ვიცი. მე უფრო ფარულ მუქარას ვხედავ: თუ კარგად მოიქცევით, თქვენს ლანძღვას შევწყვეტთ, მაგრამ თუ არ მოიქცევით, თქვენ თავს დააბრალეთ. თუმცა, ალბათ, ეს ფრაზა სპეციალურად ისეა დაწერილი, რომ ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს და ყველა დაიბნეს.

კაი, ბატონო, ვიყოთ დაბნეულები და გავაგრძელოთ მარჩიელობა,” – წერს პოლიტოლოგი გია ნოდია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close