Sliderრეგიონები

“ძვირფასო აფხაზეთის მოქალაქეებო, ჩვენი სისხლით მოპოვებული მიწები იყიდება” – 29 ივლისს სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართება (ვიდეო)

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მოსკოვთან შეთანხმების ტექსტი უკვე გადაგზავნილია. 

29 ივლისს სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართება.

ადგილობრივები რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემის გაპროტესტებას გეგმავენ.

„ძვირფასო აფხაზეთის მოქალაქეებო. ჩვენი სისხლით მოპოვებული მიწები იყიდება. ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ უნდობლობა ხელისუფლების მიმართ. ხვალ, 29 ივლისს, 6 საათზე ჩვენ შევიკრიბებით იმ მოთხოვნით, რომ მთავრობა წავიდეს. ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ კულტურული, ცივილიზებული ხალხი ვართ, რომლებიც საკუთარ ინტერესებს იცავენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მოსკოვთან შეთანხმების ტექსტი უკვე გადაგზავნილია. 

„იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, – დაწერა მიმდინარე მოვლენეთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close