პოლიტიკა

გნებავთ კარგ რამეს შევთავაზებ ყველას – სარჯველაძე სახალხო დამცველის ინიციატივის შესახებ

რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი გართულება პროცესების? ღმერთმა ქნას, მეჩვენებოდეს, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა ვითარების არც თუ ისე კეთილსინდისიერად გამოყენებას – აქ მთავარი რაც არის, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, არ არის აუცილებელი კამერებთან კეკლუცობა, – ასე პასუხობს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეთავაზებას, შეასრულოს მედიატორის როლი ხელისუფლებასა და დევნილებს შორის.

„უნდა დავსხდეთ და შევჯერდეთ, საუკეთესო ვარიანტი რა იქნება ამ პრობლემის გადაჭრის. ყოველთვის მზად ვართ, რომ ამ ყველაფერს თვალი მიადევნოს ოპოზიციამ, იყოს ჩართული ამ პროცესში, გამოთქვას კრიტიკული მოსაზრებები, მაგრამ ამ შემთხვევაში რაზეა ლაპარაკი? გნებავთ კარგ რამეს შევთავაზებ ყველას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხომ იწუნებდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შევაფასოთ, უფრო ადრე ვისაც უწევს ბინით დაკმაყოფილება, აღმოაჩენენ, რომ იმათი მდგომარეობა არ არის უკეთესი მაინც და მაინც. რიგითობა, რაც არის განსაზღვრული რომ შევადაროთ და დალხენილ კაცს თუ აღმოაჩენენ იმ სიაში მყოფს, რომელსაც უფრო ადრე უწევს იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, მე პირველი ვიქნები, ვინც გავაკრიტიკებ ამას, მაგრამ იქ როგორც ირკვევა, ყველაფერი არის ზედმიწევნით სამართლიანად და აკურატულად განსაზღვრული, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა პრობლემა იმაში კი არ გვაქვს, რომ ხელისუფლება უსამართლოდ იქცევა ან ხელისუფლება არ არის ორიენტირებული სოციალურად დაუცველ ამ პირთა ინტერესების და უფლებების დაცვაზე, არა, ეს არის ტყუილი ბრალდება. აქ არის მხოლოდ ის, რომ საუბედუროდ, ჩვენს ქვეყანას არ შესწევს უნარი, ერთბაშად ყველას დაკმაყოფილება უზრუნველყოს, მაგრამ რომ ნამდვილად ბევრად დიდი ტემპი აქვს აკრეფილი ქვეყანას, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა, რასაკვირველია ეს დაფასებას იმსახურებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იმის თქმას იმსახურებს, რომ ეს არის სწორი გეზი და ასე გაგრძელება არის სწორი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close