საზოგადოება

„გაუგებარია რატომ უთმობს სახელმწიფო გარანტირებულ შემოსავალს კერძო, თანაც უცხოურ კომპანიას?“

„რატომ უნდა გაატანო მილიარდობით დოლარი ვიღაც უცხოელს, როდესაც ძალიან მარტივად შეგიძლია მთელი ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მოახვედრო?“-  ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ნამახვანჰესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მავანნი გვარწმუნებენ, რომ დიდი ჰესების გარეშე ქართულ ენერგეტიკას და შესაბამისად ეკონომიკას მომავალი არ უწერია, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ამის გარდა, ელექტროენერგიის მიღების სხვა იაფი და საიმედო საშუალება საქართველოს არ გააჩნია. არადა გასული წლის ბოლოდან ევროპამ დაიწყო აზერბაიჯანული გაზის იმპორტი საქართველოს გავლით, ეს კი ნიშნავს, რომ მიმდინარე წლიდან ჩვენ სრულიად უფასოდ გვერგება 800 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც საკმარისია 4 მილიარდი კვტ. ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, შეგახსენებთ, რომ ნამოხვანს მხოლოდ 1,5 მილიარდი კვტ-ის გამომუშავება შეეძლება, აღსანიშნავია, რომ გაზზე მომუშავე ამხელა ელექტროსადგურის აშენება სულ 400 მილიონი დოლარი დაჯდება, ნამოხვანის აშენება თითქმის 2-ჯერ მეტი ჯდება და 2,5-ჯერ ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს წელიწადში. ორ წელიწადში გატარებული გაზის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება ჩვენი კუთვნილი უფასო გაზის რაოდენობა და 1.1 მილიარდ კუბურს მეტრს გადააჭარბებს წლიურად, ხოლო 2026 წლიდან მორიგი ზრდის შემდეგად 1,5 მილიარდ კუბურ მეტრს, ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას არაფერში ესაჭიროება გიგანტური ჰესები. ცოტა წავიოცნებოთ და წარმოვიდგინოთ, რომ მოავალში ჩვენი ეკონომიკა გერმანიის დონეს მიაღწვს, ასეთ შემთხვევაშიც კი, არსებულ ჰესების გამომუშავებას დამატებული ჩვენი უფასო გაზის რესურსი (რომელიც უზრუნველყოფს საბაზო ენერგიას და ენერგოსისტემის სტაბილურობას), დამატებული ქარის და მზის ენერგია სრულად დააკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს. ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ უფასო გაზიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება ბევრად იაფი იქნება ვიდრე გიგანტური ჰესების მიერ გამომუშავებული, ამავე დროს ნამოხვანის ტარიფი ისევე, როგორც ნესკრას ტარიფი უკვე აღემატება იმ ფასს, რომელსაც ჩვენ დღეს ვიხდით ელექტროენერგიაში, ანუ აღნიშნული ჰესების ჩართვა ენერგოსისტემაში აუცილებლად გამოიწვევს მოსახლეობისთვის დენის გაძვირებას. გარდა ყველაფრისა ნამოხვანის ე.წ. უცხოური ინვესტიცია სინამდვილეში გამოიწვევს ისედაც სახიფათოდ გაზრდილი, 20 მილიარდდოლარიანი საგარეო ვალის კიდევ 750 მილიონი დოლარით გაზრდას. მხოლოდ ეს ერთი პროექტი, განხორციელების შემთხვევაში, გამოიწვევს ჩვენი ქვეყნიდან მილიარდობით დოლარის გადინებას. ყოველივე ამის შემდეგ, საერთოდ გაუგებარია რატომ უთმობს სახელმწიფო გარანტირებულ შემოსავალს, რომელის ფინანსური თავმდები თვითონაა, რესურსის მფლობელიც თვითონაა, კერძო, თანაც უცხოურ კომპანიას?! რატომ უნდა გაატანო მილიარდობით დოლარი ვიღაც უცხოელს, როდესაც ძალიან მარტივად შეგიძლია მთელი ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მოახვედრო და უამრავი საჭირბოროტო საკითხი გადაწყვიტო?!“ – წერს გოგლა ჟვანია.

May be an image of გარეთ და ტექსტი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close