სამართალი

სოციალური ღონისძიებისთვის ფართის გაქირავებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით. ამის შესახებ, ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ პირველ არხს განუცხადა.

ფერაძის ინფორმაციით, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის ვალდებულია, ამის შესახებ შრომის ინსპექციას შეატყობინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამქირავებელი ათი ათასი ლარით დაჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close