საზოგადოება

გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდულმა გაერთიანებამ „ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან“ 13 სექტემბერს გაავრცელა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს შედეგია იმ პროცესის, რაც გალის სკოლებში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. კერძოდ, ქართული ენის რუსულით ჩანაცვლება სკოლებში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო მე – 11 კლასი იყო ერთადერთი, სადაც მოსწავლეები ქართულად სწავლობდნენ.

„დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ენა და ლიტერატურა, დღეიდან გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი. შესაბამისი ინფორმაცია, სკოლის დირექტორებს, 12 სექტემბერს, საგანგებო თათბირზე გააცნეს“, – განაცხადეს ახალგაზრდულ გაერთიანებაში.

წყარო: edu.aris.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close