საზოგადოება

„წუთში სამოც პოსტს დებთ, როგორ გიყვართ პრემიერი და ამ დროს კივით არ ავიცრებით, გვხოცავენ, გვჩიპავენო, ანუ ღარიბაშვილი მკლავს, თუ რას ბოდავთ?“

„პრემიერს რომ ხმა ჩაუწყდა იმის თქმით აიცერითო, თავად აიცრა, ოჯახიც აცრა და თქვენ მიმტკიცებთ ჩვენი ამოხოცვა უნდათო, მანდ როგორ არის საქმე?“ – სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა ჟამუტაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერ ე,წ. ანტივაქსერებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

„თქვენი ხომ ვერა გავიგე რა.ოცნებაში ლიდერი რომ არ დარჩა, ვისთანაც ფოტო არ გაქვთ გადაღებული და ამით სხვას თავს ამეტებთ (შეხვედრები ჩემს უბანშიც იმართება.).ხალხს თვალებს თხრით,საყვედური არ გაბედოო. უკვე ჩატებში (ფეიკებით) შემოვარდნები დაიწყეთ. წუთში სამოც პოსტს დებთ,როგორ გიყვართ პრემიერი და ამ დროს კივით არ ავიცრებით,გვხოცავენ,გვჩიპავენ და ზომბებად ვიქცევითო,ანუ ღარიბაშვილი მკლავს,თუ რას ბოდავთ?ე.ი. პრემიერს ერთ პატარა აცრაში არ ენდობით. დამჯდარა ღარიბაშვილი და საკუთარი ერის გაწყვეტა გადაუწყვიტავს. ვაი, თქვენს პატრონს.
ვერან, სხვას თუ მთავრობის რაიმე ნაბიჯი, ან განცხადება არ მოეწონა მზად ხართ უკადრებელი იკადროთ, ეს ღალატიაო და პრემიერს რომ ხმა ჩაუწყდა იმის თქმით აიცერითო, თავად აიცრა, ოჯახიც აცრა და თქვენ მიმტკიცებთ ჩვენი ამოხოცვა უნდათო, მანდ როგორ არის საქმე, მხოლოდ ამო ძიაა დამნაშავე?
ამის გააზრებას ორი უჯრედი სჭირდება,მეტი არა. კარგი,თქვენ არ გაქვთ, სტატუსების საკონტროლოს ვინც გიმოწმებთ,არც მათ აბადიათ?
აბა,ახლა ჩამწკრივდით და საღამომდე ყველა აიცერით, თქვე ოუცრელო მხარდამჭერებო თქვენა“ – წერს თეა ჟამუტაშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close