პოლიტიკა

„შევარდნაძემ ერთი ჟურნალისტის მოსმენისთვის შოთა კვირაია პოსტიდან გადააყენა.. ფარული მიყურადება, ჩაწერაც და მისი გავრცელებაც დანაშაულია“

ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებზე, რომლებიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება, კომენტარი გააკეთა.

„შევარდნაძემ ერთი ჟურნალისტის, გაზეთის რედაქტორის ნოდარ გრიგალაშვილის მოსმენისთვის სუს-ის მაშინდელი უფროსი შოთა კვირაია პოსტიდან გადააყენა. მან განაცხადა, რომ დედამიწაზე სატელეფონო მოსმენებზე უზნეო არაფერი არისო. არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო, მაგრამ მაშინ, ზნეობრივი ნაბიჯი შევარდნაძემაც კი გადადგა. ეს დეპუტატები არიან ყურმოჭრილი ცხვრები, უღებენ, უთვალთვალებენ და ერთი საპროტესტო ხმა არ ამოუღიათ“, – განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათი გუნდის წევრებს უღებდნენ და მაშინდელი დეპუტატებიც იყვნენ თუ არა ცხვრები, რომლებიც ხმას არ იღებდნენ და ამას არ აპროტესტებდნენ, გოცირიძე პასუხობს, რომ „სამწუხაროდ, უღებდნენ თუ არა, ეს გამოვლინდა მერე და არავინ იცის, იმ ადამიანებს რა რეაქცია ექნებოდათ, რომ სცოდნოდათ, რომ უღებდნენ, დღეს კი, ყველამ იცის, რომ ყველა დეპუტატს უღებენ და უთვალთვალებენ, მათ კი სანაცვლოდ პროტესტი არ გააჩნიათ“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close