მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.

ბოლსონარომ ასევე აღნიშნა, რომ ბრაზილიის მოქალაქეებისთვის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ იქნება.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა პირბადის ტარების ეფექტურობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მათი ეფექტურობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ბრაზილია, „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close