საზოგადოება

„სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?!“

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

„თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტორულ- კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი- ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან- ხელში. კიდევ მეტი! – მიუხედავად იმისა, რომ ძაააან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს სამედიცინო მენეჯერის, თუ მედიცინის იმ სფეროში დავიწყე რჩევების მიცემა რისი სპეციალისტიც არ ვარ- იგივე ღონეს მიმართეთ!…

…. სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?! თანაც როგორი კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით იტყვით ხოლმე… დიაგნოსტიკის გენიას, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციონისტს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს რამდენჯერ უთქვამს გულახდილად რთულ შემთხვევაზე: “ვერ ვხვდები რა არის და როგორ უნდა მოვიქცეო..” ეეჰ, ნეტა მაშინ შეხვედროდით ეს “მცოდნე” ხალხი, ხომ დააყენებდით მხცოვან აკადემიკოსს სწორ გზაზე…“ – წერს დავით გადელია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close